იდეალური კონტრშეტევა და არაბულის მორიგი გოლი
Aa
Aa

იდეალური კონტრშეტევა და არაბულის მორიგი გოლი

ქართველმა ფეხბურთელმა ბაჩანა არაბულმა საბერძნეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა. ამჯერად სტუმრად ოფი-ს გაუტანა. 25 წლის ფორვარდმა ანგარიში მეცხრე წუთზე სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ გახსნა. მან მიმდინარე სეზონში საბერძნეთის სუპერლიგაში მე-6 მატჩი ჩაატარა და მესამე გოლი შეაგდო.

 

არაბულის გოლის შემდეგ ''პანიონიოსის'' კარში 4 გოლი გავიდა და შეხვედრა ოფი-ს გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

14 ტურის შემდეგ 14-გუნდიან ჩემპიონატში ''პანიონიოსი'' მინუს ორი ქულით ბოლო ადგილზეა. მიმდინარე სეზონში ექვს ტურში ''პანიონიოსმა'' მხოლოდ 5 გოლი შეაგდო, მათგან სამი გოლი არაბულის ანგარიშზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები