ანანიძის ქველმოქმედება:''ყველაფრისთვის მადლობა ჯანო!''
Aa
Aa

ანანიძის ქველმოქმედება:''ყველაფრისთვის მადლობა ჯანო!''

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის ''ნიკეს'' ფეხბურთელი ნინო სუთიძე სოციალურ ქსელში ჯანო ანანიძის შესახებ წერს. მოსკოვის ''სპარტაკის'' ფეხბურთელი 18 წლის ნინო გურგენიძეს მძიმე სენთან ბრძოლაში ფინანსური კუთხით დაეხმარა.

ნინო სუთიძე:''ადამიანებს ხშირად უნდა შევახსენოთ პოზიტიური ამბები და მეც პატარა ისტორიას მოგიყვებით. ჯანო ერთი წლის წინ გავიცანი, როცა ჩვენს ფეხბურთელს, ნინის ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა.
მან პირველი ეტაპი სრულიად დაუფინანსა და დროდადრო სულ მეხმიანებოდა ნინის ამბებით გასაგებად.
ავტომატურად ჩვენი ქალთა ნაკრებითაც ინტერესდებოდა ხოლმე.

კეთილი ნებით მან საჩუქრად საკუთარი ბუცები გამომიგზავნა და მითხრა:“ვისაც ჩათვლი საჭიროდ, რომ დახმარება სჭირდება, დაეხმარეო.”

შეიძლება მისთვის ეს ბუცები არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ იშვიათია ადამიანი უანგაროდ გეხმარებოდეს და შენგან არაფერს ელოდეს.

პირველად არის ჩემს გარშემო ასეთი ისტორია და მიხარია რომ პირადად მე შემემთხვა , რადგან მაქვს საშუალება გავასაჯაროვო თემა, რაც ნამდვილად სათქმელია საზოგადოებაში.

ყველაფრისთვის მადლობა ჯანო!

#სიკეთე გადამდებია!''

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის დასაწყისში საფეხბურთო კლუბ ქუთაისის ''მართვეს'' 18 წლის ფეხბურთელი ნინო გურგენიძე მძიმე სენს ებრძოდა. მას უცხოეთში მკურნალობა ესაჭიროება. ჯანო ანანიძემ გურგენიძის დასახმარებლად სოლიდური თანხა გაიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები