საოცარი გასროლა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში
Aa
Aa

საოცარი გასროლა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2-ის 27-ე ტურში ''ზუგდიდმა'' შინ ''თელავი'' 2:1 დაამარცხა. მე-13 წუთზე თორნიკე ჯიმშელეიშვილმა ბრწყინვალე შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა. 26 წლის მცველმა ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა.

 

მე-17 წუთზე ლუკა გუგუჩიას პასით ბორის მახარაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა. 45-ე წუთზე კოშკაძის პასით ირაკლი რუხაძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამავე ტურში საფეხბურთო კლუბმა ''სამტრედიამ'' სტუმრად ქობულეთის ''შუქურას'' სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ავთო ენდელაძემ დუბლი შეასრულა, ხოლო მესამე გოლი გოგიტა გოგუამ გაიტანა. ასევე, ''გაგრამ'' ''ცხინვალი'' 3:1 დაამარცხა, ''გურიამ'' კი ''შევარდენს'' 3:2 მოუგო. თბილისის ''მერანმა'' ''კოლხეთი'' 5:1 გაანადგურა.

ფოტო/ვიდეო: ''ზუგდიდის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები