დოპინგსკანდალი! რუსეთს 2020 წლის ოლიმპიადის მიღმა დარჩენა ემუქრება!
Aa
Aa

დოპინგსკანდალი! რუსეთს 2020 წლის ოლიმპიადის მიღმა დარჩენა ემუქრება!

2020 წელს ტოკიო ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს, რომელმაც შესაძლოა რუსეთის გარეშე ჩაიაროს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, მოსკოვის ანტიდოპინგის ლაბორატორიას შედეგების გაყალბებაში და მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოში (WADA) არასწორი პასუხების გადაგზავნაში სდებენ ბრალს.

მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო თვლის, რომ რუსული მხარე ბოლო 18 თვის განმავლობაში თავიანთი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების ფაქტებს მალავდა.

როგორც წყარო ირწმუნება, უახლოეს 2 თვეში ამ თემასთან დაკავშირებით ახალი დეტალების გამოჩენას ვარაუდობენ.

ამ სკანდალურ თემასთან დაკავშირებით მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო 23 სექტემბერს სხდომის ჩატარებას გეგმავს.

თუ, რუსებს დანაშაული დაუმტკიცდათ, მათ 2020 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ.

ცხელი ამბები