Aa
Aa

"ბარსას" აღმასრულებელმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას "ბარსელონას" ნომერ პირველი სამიზნე ნეიმარი გახლდათ. კატალონიელებმა პსჟ-ს წინადადებით რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს

"ბლაუგრანა" მზად იყო "ნეის" გადასაბირებლად მაქსიმუმი გაეკეთებინა, თუმცა თუ კლუბის აღმასრულებელ დირექტორს, ოსკარ გრაუს დავუჯერებთ, "ბარსელონამ" შესაძლოა პოლიტიკა შეცვალოს.

გრაუმ ბრაზილიელი ფეხბურთელის შესახებ "ბარსას" მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა: "ნეიმარის ტრანსფერის გასაჩარხად ბარსელონამ მაქსიმუმი გააკეთა".

"ჩვენ პსჟ-ს რამდენიმე შეთავაზება გავუკეთეთ, მაგრამ მათ ყველა წინადადება უარყვეს. არ ვიცი მომდევნო ზაფხულს მის გადაბირებას შევეცდებით თუ არა. მომდევნო სეზონისთვის გეგმებს უახლოეს მომავალში შევიმუშავებთ".

"მოხარული ვიქნებით თუ ნეიმარის დაბრუნების შანსს მივიღებთ, მაგრამ ტრანსფერის დეტალები რაციონალობის ფარგლებში უნდა იყოს".

"თუ რაღაც ასპექტებს შევათანხმებთ, ნეიმარის გადაბირება შესაძლებელი იქნება, მაგრამ პსჟ-ს მისი დაკარგვის პერსპექტივა დიდად არ ხიბლავს"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები