სკანდალი ძიუდოს სამყაროში !! ირანის ძიუდოს ფედერაცია დისკვალიფიკაციით დასაჯეს
Aa
Aa

სკანდალი ძიუდოს სამყაროში !! ირანის ძიუდოს ფედერაცია დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ირანის ძიუდოს ფედერაცია წესდების დარღვევის გამო დისკვალიფიკაციით დასაჯა .

IJF-ის გადაწყვეტილებით აზიურ ქვეყანას მისი ეგიდით გამართულ ტურნირებზე მონაწილეობა აეკრძალა.

მსოფლიო ძიუდოს მესვეურების განცხადებით ტოკიოში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის დროს ირანის ძიუდოს ფედერაციის მაღალჩინოსნებმა საეიდ მოლაეის (81კგ) ფინალში ასპარეზობაზე უარის თქმა უბრძანეს.

 იმის შიშით, რომ ის ისრაელის გუნდის წევრს, მსოფლიოს მომავალ ჩემპიონ საგი მუკის შეხვდებოდა.

ირანის ძიუდოს ფედერაციის მოქომედი პრეზიდენტი არაშ მირესმაეილი წესდების უხეშ დარღვევაში ჯერ კიდევ სპორტული კარიერის დროს იყო შემჩნეული.

2004 წლის ათენის ოლიმპიადიზე მან ასპარეზობა იმავე მიზეზით იუარა.

ცხელი ამბები