Aa
Aa

"იუნაიტედის" ლეგენდები ჟოზეს დანიშვნაზე...

"მანჩესტერ იუნაიტედის" 3 ლეგენდა, პოლ სქოულზი, პეტერ შმეიხელი და რიო ფერდინანდი, ამ კლუბში ჟოზე მოურინიოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას ეხმაურებიან. 

სქოულზი: "იმედი მაქვს, მოურინიო სწორი არჩევანია. ჟოზე დიდი გუნდების წარმატებული მწვრთნელი იყო. მას უამრავი ტიტული აქვს მოგებული და "მანჩესტერშიც" ასეთივე წარმატებით უნდა იმუშაოს".

შმეიხელი: "ყოველთვის ვთვლიდი, რომ მოურინიო ამ გუნდს მოუხდებოდა და პირიქით, როგორც ვიცი, თავად ჟოზესთვისაც "ოლდ ტრაფორდი" ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ადგილი იყო - მისი ოცნების სამუშაო! ვფიქრობ, მას კლუბთან ერთად ფურორის მოხდენა შეუძლია! მოუთმენლად ველოდები მოვლენათა განვითარებას".

ფერდინანდი: "ვულოცავ ჟოზეს მსოფლიოში საუკეთესო კლუბის მწვრთნელობას! ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა და ჩემი აზრით, პირველი რაც მან უნდა გააკეთოს, ბიჭებს წართმეული გამარჯვებულის მენტალიტეტი დაუბრუნოს". 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები