რონალდუს
Aa
Aa

რონალდუს "ატლეტიკოს" სათამაშო სტილი არ მოსწონს

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე გააკრიტიკა. მისი აზრით, არგენტინელი სპეციალისტის მიდგომები ფეხბურთს ხიბლს უკარგავს და მას არასანახაობრივს ხდის.

"ატლეტიკოს" თამაშის სტილი ძალიან არმომწონს და ვფიქრობ, რომ სიმეონეს მიდგომები ფეხბურთს ხიბლს უკარგავს. მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიარო, რომ ამით ისინი შედეგს დებენ. "ატლეტიკო" "ჩემპიონთა ლიგის" ფინალშია და მათი დამარცხება ამჯერადაც ძალიან გაგვიჭირდება. სიმეონეს ფეხბურთელები თავს ძალიან კარგად იცავენ და კონტრშეტევებზე უკიდურესად სახიფათონი არიან. ჩვენ ფიზიკურად და ტაქტიკურად მაქსიმალურად მომზადება გვმართებს" - განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ "ჩემპიონთა ლიგის" ფინალი შაბათს მილანის "სან სიროზე" გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები