NFL-ის სუპერვარსკვლავს ბრალს გაუპატიურებაში სდებენ
Aa
Aa

NFL-ის სუპერვარსკვლავს ბრალს გაუპატიურებაში სდებენ

„ნიუ ინგლენდ პეტრიოტსის“ ახალწვეული, ანტონიო ბრაუნი სერიოზულ სკანდალში გაეხვია. New York Times-ის ინფორმაციით 31 წლის სუპერვარსკლავს ბრალს სექსუალურ ძალადობაში სდებენ.

ამერიკული გამოცემის მიხედვით ბრაუნმა ტანმოვარჯიშე ბრიტნი ტეილორზე, რომელსაც ცენტრალური მიჩიგანის კოლეჯში შეხვდა და მოგვიანებით თავის ინსტრუქტორად დაიქირავა, სექსუალურად სამჯერ იძალადა.

ბრაუნის წინააღმდეგ პოლიციაში სარჩელიც შეიტანეს და სამართალდამცველები უახლოეს პერიოდში გამოძიების დაწყებას აპირებენ. New York Times-ის თანახმად ბრალმდებელ მხარეს სამხილებიც აქვს და შესაძლოა „პეტრიოტსის“ სუპერვარსკლავს სერიოზული პრობლემები შეექმნას.

ანტონიო ბრაუნი დიდი ხანია ამერიკული პრესის ყურადღების ცენტრშია. 31 წლის ვაიდ რისივერი რამდენიმე დღის წინ „ოკლენდ რეიდერსის“ ღირსებას იცავდა, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობასთან წარმოქმნილი კონფლიქტის გამო გაუშვეს.

ბრაუნი დღესდღეობით ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება და „ნიუ ინგლენდი“ მასზე დიდ იმედებს ამყარებს. აღსანიშნავია, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას NFL-ც აპირებს.

ცხელი ამბები