Aa
Aa

ეტოო: "საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელი ვარ"

კატალონიის „ბარსელონასა“ და მილანის „ინტერის“ ლეგენდარულ თავდამსხმელს, სამუელ ეტოოს მიაჩნია, რომ ყველა დროის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელია. როგორც მოგეხსენებათ კამერუნელმა კარიერა რამდენიმე დღის წინ დაასრულა. ბოლოს იგი საფეხბურთო კლუბ „ყატარში“ გამოდიოდა. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კი საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნო.

დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ ფრანგულმა გამოცემა RFI-მ ეტოოს ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც კამერუნელმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა: „ვიცი, რომ გამოჩნდება ვიღაც, ვინც ჩემზე უკეთ იასპარეზებს. ვიცი, რომ პირველი ნომერი სამუდამოდ არ ვიქნები. ასევე ვიცი, რომ უნიკალური მოთამაშე ვიყავი. მე საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელი ვარ. ეს ყველას მშვენივრად მოეხსენება და მათ ამ ფაქტთან შეგუება მოუწევთ“.

ეტოომ კარიერა 1997 წელს დაიწყო და მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავდა, თუმცა „სამეფო კლუბში“ თავის გამოჩენის შანსი იშვიათად ეძლეობდა, რის გამოც იჯარით ''ლეგანესში,'' ''ესპანიოლსა'' და ''მალიორკაში'' გამოდიოდა.

2004-11 წლები ეტოოს კარიერაში საუკეთესო იყო. ''ბარსელონასთან'' და მილანის ''ინტერთან'' ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ესპანეთის ჩემპიონობა სამჯერ იზეიმა, ერთხელ კი იტალიის სერია ა-ს გამარჯვებული გახდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეტოო აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად ოთხჯერ დაასახელეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები