Aa
Aa

ხაბიბი კვლავ დაუმარცხებელია! ნურმაგომედოვმა პორიე მე-3 რაუნდში მოგუდა!

7 სექტემბერს აბუ დაბიში UFC-ის ოქტაგონზე აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლაში ერთმანეთს ხაბიბ ნურმაგომედოვი და დასტინ პორიე დაუპირისპირდნენ.

ხაბიბმა ბრძოლა ჩვეულ სტილში წარმართა და პორიეს მახრჩობელა ილეთით მოგუდვა რამდენიმეჯერ სცადა, რასაც ამერიკელმა რამდენიმე დარტყმით უპასუხა და სულ ეს იყო.

მე-3 რაუნდში ხაბიბმა პორიე უშანსოდ დატოვა და კონორ მაკგრეგორის მსგავსად მოგუდა - ამერიკელი დანებდა, ნურმაგომედოვი კვლავ დაუმარცხებელია!

აღსანიშნავია, რომ დაღესტნელი მებრძოლი ოქტაგონზე 9 თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველად წარსდგა.

დღემდე დაუმარცხებელ ხაბიბ ნურმაგომედოვს UFC-ში სულ 28 ბრძოლა აქვს მოგებული. რაც შეეხება პორიეს, მის ანგარიშზე 25 გამარჯვება და 6 მარცხია.

ცხელი ამბები