Aa
Aa

იკარდი პსჟ-ში მიდის?

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დღეს იხურება, „ინტერი“ კი კვლავ მაურო იკარდის გასხვისებაზეა ორიენტირებული. „მონაკოსთვის“ ნათქვამი უარის შემდეგ, არგენტინელს ახალი მსურველი გამოუჩნდა.

ჯანლუკა დი მარციოს მიხედვით მაურიტოს გადაბირებით „პარი სენ-ჟერმენი“ ინტერესდება. იტალიელი ჟურნალისტის ცნობით პსჟ-ს ხელმძღვანელები „ნერაძურის“ პერსონა ნონ გრატას გაფორმებას ბოლო საათებში შეეცდებიან.

როგორც ირკვევა „პარკ დე-პრენსის“ ბინადრები მილანურ გრანდს უკვე დაუკავშირდნენ და მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ფრანგებს მშრალი იჯარა სურთ და „ინტერთან“ დეტალებს ათანხმებენ.

გუშინ ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც იკარდის იჯარის წესით აყვანას მადრიდის „ატლეტიკოც“ განიხილავს. აქვე დავძენთ, რომ იტალიური პრესის თანახმად იკარდიმ „მონაკო“ უარით იმიტომ გაისტუმრა, რომ საფრანგეთში თამაშის პერსპექტივა არ ხიბლავს და საინტერესოა პარიზელები მაურიტოს დაყოლიებას როგორ მოახერხებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები