Aa
Aa

ოქრიაშვილის ბრწყინვალე გოლი და საგოლე გადაცემა - ქეცბაიას გუნდის გამარჯვება

ფამაგუსტას „ანორთოსის“ ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე ოქრიაშვილმა ამხანაგურ შეხვედრაში შესანიშნავად იასპარეზა და თავი გოლს პლუს საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

თემუ ქეცბაიას გუნდს წესით ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა უნდა გაემართა, თუმცა „აპოელთან“ დაპირისპირება გადაიდო და „ანორთოსისმა“ ამხანაგური მატჩი დაგეგმა, რომელშიც „ეთნიკოსი“ 3:1 დაამარცხა.

ოქრიაშვილი მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც შეხვედრაში აგარიში 1:0 იყო. „ოქრიმ“ მარცხენა ფლანგიდან ჩვეულ სტილში გაამწვავა და შორეულ ცხრიანში ულამაზესი გოლი გაიტანა.

რამდენიმე წუთში კი ქართველმა შემტევმა ფლანგიდან მორიგი გარღვევა განახორციელა, უკეთეს პოზიციაზე მყოფ თანაგუნდელს გადააწოდა, რომელსაც გატანა არ გასჭირვებია.

რაც შეეხება ფამაგუსტელთა დანარჩენ ქართველ ლეგიონერებს, შეხვედრაში ოქრიაშვილის გარდა მხოლოდ ბუბა დაუშვილმა ითმაშა. გიორგი ლორია განაცხადში არ იმყოფებოდა, ნიკა კაჭარავა კი თადარიგში დარჩა.

ვლადიმირ ვაისის გუნდი კორეის რესპუბლიკის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში სტამბოლის ბაშაქშეჰირის სტადიონზე დაუპირისპირდება. 8 სექტემბერს ქართველი ფეხბურთელები დინამო არენაზე დანიის ეროვნულ ნაკრებს შეხვდებიან. თორნიკე ოქრიაშვილი ხსენებული შეხვედრებისთვის გამოძახებულია და იმედი ვიქონიოთ, რომ თოკო სასურველ კონდიციებს მალე აღიდგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები