ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძრებისგან წარმოქმნილი კვამლის გამო შეწყვეტილი მატჩი...
Aa
Aa

ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძრებისგან წარმოქმნილი კვამლის გამო შეწყვეტილი მატჩი...

ბრაზილიის რანგის მესამე დივიზიონში გამართული შეხვედრა ხანძრისგან წარმოქმნილი კვამლის გამო 7 წუთით შეწყდა.

„ატლეტიკო აკრეანოსა“ და „ლუვერდენსეს“ მატჩის დაწყებიდან 6 წუთის შემდეგ ფეხბურთელები იძულებულები გახდნენ, რომ პაუზა აეღოთ, რადგან ხილვადობა პრაქტიკულად ნულოვანი იყო.

ინტერნეტსივრცეში მომხდარის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა, რომელშიც კვამლის გარდა, ხანძრის კერაც ჩანს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა მატჩი 15 წუთით გვიან დაიწყო, რადგან ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანა არ იყო და „ატლეტიკო აკრეანოს“ გამარჯვებით 3-2 დასრულდა.

 

შეგახსენებთ, რომ ამაზონის ტყეებში ბოლო ათწლეულების ყველაზე ძლიერი ხანძარი უკვე 21-ე დღეა მძვინვარებს. ხანძრის ეპიცენტრი ბრაზილიის ჩრდილოეთია, სადაც ამაზონის შტატი და ამაზონის ტყე მდებარეობს. იქ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ხანძრის შედეგად წარმოქმნილი დაკვამლიანება შტატის ფარგლებს გასცდა. სპეციალისტების თქმით, კვამლი მომწამვლელ ნივთიერებებსაც შეიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები