ერნესტო ვალვერდეს თავსატეხი „ბეტისთან“ მატჩის წინ
Aa
Aa

ერნესტო ვალვერდეს თავსატეხი „ბეტისთან“ მატჩის წინ

გავლენიანი ესპანური გამოცემა, Marca საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომელშიც "ბარსელონასა" და "ბეტისის" ჯახის წინ ერნესტო ვალვერდეს ამოცანებზე საუბრობს.

***

"ბლაუგრანას" მრისხანე შეტევა ჰყავს, რომელსაც "ვერდიბლანკოსთან" დაპირისპირებაში შესაძლოა პრობლემები შეექმნას. რატომ?! პასუხი მარტივია. არის შანსი გრიზმანი, დემბელე, სუარესი, მესის კვარტეტიდან მხოლოდ ანტუანი ვიხილოთ.

დემბელესა და სუარესის თამაში გამორიცხულია. მესიმ კი ვარჯიში ახლახანს განაახლა და როგორ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება არავინ იცის. თუ „ლა პულგამ“ მოედანზე გასვლა მაინც მოახერხა, სავარაუდოდ 90 წუთს ვერ ითამაშებს.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დიდი შანსია რამდენიმე ახალგაზრდას მიეცეს თავის გამოჩენის შანსი, ან ვალვერდემ განსხვავებული სათამაშო ტაქტიკა აირჩიოს.

რეალურად აზრი არ აქვს ვალვერდე რა სქემას გამოიყენებს. ნებისმიერ შემთხვევაში მას ცენტრალურ თავდამსხმელად ანტუან გრიზმანის გამწესება მოუწევს, რომელმაც წინასასეზონო მატჩებში ამ პოზიციაზე თავი ვერაფრით გამოიჩინა. 

ესპანელი სპეციალისტი ფლანგს ალბათ რაფინიას ჩააბარებს. ამ უკანასკნელმა „ბილბაოსთან“ შესანიშნავად იასპარეზა და „ბარსელონას“ რიგებში საუკეთესო იყო.

ვალვერდეს ალტერნატიული ვარიანტებიც აქვს და შეუძლია კარლეს პერესი, ან სერხი რობერტო გამოიყვანოს. „ბარსას“ თავკაცი 21 წლის ფეხბურთელს ენდობა, რაც „ბილბაოსთან“ მატჩშიც დამტკიცდა. სერხი რობერტოსთან დაკავშირებით კი პრობლემა ისაა, რომ იგი  ცენტრალური ნახევარმცველის ფუნქციებს უფრო ხშირად ითავსებს, ვიდრე ვინგერის. 

ვალვერდეს 9 ნომრის პოზიციაზე აბელ რუისის გამოყენების ფუფუნებაც აქვს. იგი რაღაც მხრივ ლუის სუარესს წააგავს, მაგრამ გამოუცდელი მოთამაშის ისეთი გუნდის წინააღმდეგ გამწესება, როგორიც „ბეტისია“ კარგს არაფერის მოიტანს. თანაც შესაძლოა რუისმა სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე „კამპ ნოუ“ დატოვოს და „ბილბაოსთან“ შეხვედრაში საერთოდ განაცხადშიც არ იყო.

ტრავმების მიუხედავად „ბლაუგრანას“ თავკაცს 4-3-3 ტაქტიკის გამოყენება შეუძლია და ცვლილებების გატარების რესურსიც აქვს. თუ ესპანელმა სპეციალისტმა სათამაშო სქემის შეცვლა გადაწყვიტა დიდი შანსია 4-4-2-ს ან 4-3-2-1-ს მიმართოს. თუმცა რეალურად ყველაფერი ლიონელ მესიზეა დამოკიდებული. თუ „ლა პულგამ“ იასპარეზა, „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის ამოცანა ძალიან გამარტივდება. 

ორივე შემთხვევაში საინტერესოა ესპანელი სპეციალისტი რა ტაქტიკას გამოიყენებს. პლუს ამას "ბილბაოსთან" განცდილი მარცხის შემდეგ "ბარსას" ქომაგები მის გადადგომას ითხოვდნენ და "ბეტისთან" ჯახზე ბევრი რამაა დამოკიდებული.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები