Aa
Aa

ლიხტშტაინერი "აუგსბურგის" ღირსებას დაიცავს

გამოცდილი შვეიცარიელი მცველი, სტეფან ლიხტშტაინერი, კარიერას გერმანული „აუგსბურგის“ რიგებში გააგრძელებს.

35 წლის უკანახაზელი ბავარიულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მასთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულამდე გააფორმა.

ლიხტშტაინერი გასულ სეზონში „არსენალის“ რიგებში თამაშობდა, თუმცა მხოლოდ 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და „მეთოფეებმა“ მასთან თანამშრომლობის გაგრძელება არ ისურვეს.

ვეტერანი მცველი სხვადასხვა დროს „გრასჰოპერის“, „ლილის“, „ლაციოსა“ და „იუვენტუსის“ მაისურით თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები