Aa
Aa

პსჟ და "იუვე" დიბალას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს იწყებენ

Daily Mail-ის ინფორმაციით ამ კვირაში „პარი სენ-ჟერმენი“ და ტურინის „იუვენტუსი“ პაულო დიბალას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავენ. არგენტინელი ფეხბურთელის აგენტი, ხორხე ანტუნი პსჟ-ს სპორტულ დირექტორს, ლეონარდოს შეხვდება და მასთან „ლა ხოჯას“ შესაძლო ტრანსფერს განიხილავს.

„რენთან“ მარცხის შემდეგ „პარკ დე-პრენსზე“ გაანალიზეს, რომ გუნდს სუპერვარსკლავი სჭირდება და დიბალა იდეალურ ვარიანტად მიაჩნიათ. ლეონარდოს იმედი აქვს, რომ სამხრეთ ამერიკელს ოთხშაბათამდე გაიფორმებს.

„ბიანკონერი“ დიბალას შესანარჩუნებლად ბრძოლას არ აპირებს. პირიქით, „ბებერი ქალბატონის“ პრეზიდენტს, ფაბიო პარატიჩის პაულოს გასხვისება სურს და დიდი ხანია არგენტინელი ფეხბურთელის მსურველ კლუბს ეძებს.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით ფრანგები მზად არიან 25 წლის შემტევის სანაცვლოდ დაახლოებით 100 მილიონი ევრო გაიღონ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები