Sport: ალვეში
Aa
Aa

Sport: ალვეში "ბარსაში" რჩება!

ესპანური გამოცემის Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" ბრაზილიელმა განაპირა მცველმა დანი ალვეშმა კლუბში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

ფეხბურთელის გარშემო ბოლო პერიოდში უამრავი ჭორი ვრცელდება, სახელდებოდა ჩინური კლუბები, რომლებიც ალვეშს კონტრაქტს სთავაზობდნენ, თუმცა ჭორებს წერტილი თავად ბრაზილიელმა დაუსვა და ყველა შემოთავაზება დაბლოკა.

მიზეზად კი ის სახელდება, რომ დანის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სურს მონაწილეობა, ამის შანსებს კი ჩინეთში გადასვლით საგრძნობლად შეიმცირებდა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები