Aa
Aa
19 აგვისტო 2019  |  10:17

ზე რობერტო: "კოუტინიო უმაღლესი დონის ფეხბურთელია"

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელი, ზე რობერტო დარწმუნებულია, რომ მისი თანამემამულე, კოუტინიო „ალიანს არენაზე“ თავის გამოჩენას მოახერხებს.

„პატარა ჯადოქრის“ შესახებ ბრაზილიელმა გავლენიან გერმანულ გამოცემა Kicker-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა: კოუტინიო უმაღლესი დონის ფეხბურთელია, მაგრამ მან ეს უნდა დაამტკიცოს და ისე იასპარეზოს, როგორც ლივერპულში თამაშობდა. ბაიერნი ამისთვის იდეალური კლუბია“.

„კოუტინიოს თავისი სოლორეიდებითა და საფეხბურთო ინტელექტით მეტოქე გუნდში არეულობის შეტანა შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ მან კარგად იცის შემტევებს თავისუფალი სივრცე როგორ დაუტოვოს“.

„ბარსელონაში იგი უმეტეს შემთხვევაში სათადარიგო სკამიდან ერთვებოდა თამაშში და იმ პოზიციაზეც არ ასპარეზობდა, რომელზეც ყველაზე პროდუქტიულია. ვფიქრობ კოუტინიო ბაიერნში უკეთ ითამაშებს და გუნდთან ადაპტაცია არ გაუჭირდება“.

ზე რობერტო ერთადერთი არაა, ვისაც ბრაზილიელი სუპერვარსკლავის სჯერა. „რეკორდმაისტერის“ ერთ-ერთ ლიდერს, რობერტ ლევანდოვსკის მიაჩნია, რომ „კოუ“ გერმანულ გრანდს იდეალურად მოერგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები