გოგონების გუნდური პირველი ადგილი ევროპის თასზე
Aa
Aa

გოგონების გუნდური პირველი ადგილი ევროპის თასზე

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გამართულ ევროპის თასზე 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებულები  ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ნატალია ყიფშიძე (-48კგ), მარიამ ჭანტურია (-70კგ) და გიორგი შერაზადიშვილი (-81კგ), ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ნინო გულბანმა (-70კგ) და სალომე მაყიშვილმა (+78კგ).

ეთერ ლიპარტელიანმა ფინალურ შეხვედრაში სერბი მეტოქე მარიცა პერისიჩი ვაზარით დაამარცხა , ხოლო სომხიშვილმა მედლისთვის ბრძოლაში უკრაინელ რუსლანა ბულავინას იპონით მოუგო.

საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ევროპის თასზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ვაჟთა ნაკრებიდან შეჯიბრში მხოლოდ გიორგი შერაზადიშვილი მონაწილეობდა. რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველი ძიუდოისტი ფინალში იტალიელ ჯაკომო გამბასთან დამარცხდა.

ცხელი ამბები