Aa
Aa

ნეიმარისთვის ორი გუნდი იბრძვის

ესპანური გამოცემები ერთხმად იუწყებიან, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ნეიმარის შესაძენად მხოლოდ „რეალი“ და „ბარსელონა“ იბრძოლებენ. Marca-ს ცნობით „სამეფო კლუბმა“ ბრაზილიელ ფეხბურთელზე მას შემდეგ გადაიტანა ყურადღება, რაც პოლ პოგბასთან ხელი მოეცარა.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეეგუენ იმ ფაქტს, რომ ფრანგ ნახევარმცველს ვერ გაიფორმებენ და შესაბამისად აქცენტს სხვა ფეხბურთელებზე აკეთებენ.

Marca-ს მსგავსად, AS-ც იტყობინება, რომ დღესდღეობით „ბლანკოსის“ ნომერ პირველი სამიზნე სწორედ ბრაზილიელი სუპერვარსკლავია.

“რეალის“ ინტერესის მიუხედავად „ბლაუგრანა“ დანებებას არ აპირებს და Mundo Deportivo-ს მიხედვით კლუბის ხელმძღვანელები „ნეის“ ტრანსფერის გასაჩარხად ყველაფერს გააკეთებენ.

ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით ამჟამად ფავორიტი „რეალია“, თუმცა „ბარსელონას“ ჩამოწერაც არ შეიძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები