''დინამოს'' სავარაუდო მეტოქეები ევროპა ლიგაზე!
Aa
Aa

''დინამოს'' სავარაუდო მეტოქეები ევროპა ლიგაზე!

უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰოლანდიური ''ფეიენორდის'' დამარცხების შემთხვევაში თბილისის ''დინამო'' ფლეი-ოფში შვედურ ''ნორჩიოპინგსა'' და ებრაულ ''ბეერ-შევას'' შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ქართულ-ჰოლანდიური ჯახის პირველი მატჩი 8 აგვისტოს, როტერდამში გაიმართება. საპასუხო შეხვედრას კი ერთი კვირის შემდეგ თბილისი უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, ევროპა ლიგის  მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხური ''არარატ-არმენიას'' ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ''საბურთალო'' ფლეი-ოფში ლუქსემბურგის ''დუდელანჟსა'' და ესტონურ  ''კალიუს'' შორის გამარჯვებულს შეხვდება. ასე რომ ქართული კლუბების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა წარმოუდგენელი ნამდვილად არაა.

ფოტო: თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები