Aa
Aa

"ინტერი" რებიჩის ტრანსფერს განიხილავს

„ინტერი“ ფრანკფურტის „აინტრახტის“ ფორვარდის, ანტე რებიჩის გაფორმებაზე ფიქრობს. „ნერაძური“ შეტევის ხაზის გაძლიერებაზეა ორიენტირებული. მილანელებს ედინ ჯეკოს, ედინსონ კავანის და რომელუ ლუკაკუს შეძენა სურდათ, თუმცა ხელი მოეცარათ.

აღსანიშნავია, რომ „ინტერი“ დანებებას არ აპირებს და ლუკაკუს ტრანსფერთან დაკავშირებით „მანჩესტერ იუნაიტედს“ განახლებული წინადადებით მიმართავს. თუმცა „ნერაძურის“ ხელმძღვანელობა ალტერნატიულ ვარიანტებსაც განიხილავს.

რებიჩი ზემოთ ხსენებული თავდამსხმელებისგან განსხვავდება და ლაუტარო მარტინესის სტილის შემტევია. ხორვატი სექტემბერში 26 წლის ხდება და „აინტრახტთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

Sky Sport Italia-ს მიხედვით „ინტერი“ მზადაა რებიჩის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები