რივალდო:
Aa
Aa

რივალდო: "რეალს პოგბას ან ერიქსენის დამატება არ სჭირდება"

დიდი ხანია უცხოური პრესა მადრიდის "რეალს" ორ სუპერვარსკლავს, პოლ პოგბასა და კრისტიან ერიქსენს უკავშირებს. თუმცა ბრაზილიის ნაკრებისა და "ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელს, რივალდოს მიაჩნია, რომ "სამეფო კლუბს" არცერთი მათგანი არ სჭირდება.

"პრესა აცხადებს, რომ "რეალმა" ნახევარდაცვა უნდა გააძლიეროს და მადრიდელთა მთავარ სამიზნეებად კრისტიან ერიქსენსა და პოლ პოგბას ასახელებს. ორივე მათგანი უმაღლესი დონის ფეხბურთელია და გუნდს ორივე მშვენივრად მოერგება, თუმცა საშინლად ჩატარებული წინასასეზონო მატჩების მიუხედავად, მიმაჩნია, რომ "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება არ ესაჭიროება.

რეალის ნახევარდაცვის კრიტიკოსებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ კაზემიროს ტრავმა ჰქონდა. შესაბამისად სამეფო კლუბი დაცვაზე ორიენტირებული ჰავბეკის გარეშე ასპარეზობდა, რომელიც ძირითადი შემადგენლობის წევრი და გუნდისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. 

კაზემიროს დაბრუნების შემდეგ რეალი აუცილებლად მოუმატებს".

შეგახსენებთ, რომ "ბლანკოსმა" 5 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და სასურველი შედეგი მხოლოდ ერთში დააფიქსირა. მადრიდელებს განსაკუთრებით დაცვაში უჭირთ და 5 მატჩში 16 გოლი აქვთ გაშვებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები