Aa
Aa

დიბალამ "მანჩესტერი" იუარა და "ინტერში" გადასვლა სურს?

რამდენიმე გავლენიანი იტალიური გამოცემის თქმით, პაულო დიბალას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა არ სურს და კარიერის მილანის „ინტერში“ გაგრძელება ურჩევნია. აღნიშნულ ცნობას Calciomercato, Rai Sport და Tuttomercatoweb ავრცელებენ.

Corriere dello Sport კი ამბობს, რომ არგენტინელის გადასაბირებლად ყველაზე კარგი შანსი სწორედ „ნერაძურის“ ექნება, რომლის გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა დიბალას კარგად იცნობს. „ლა ხოჯას“ „პალერმოდან“ „იუვენტუსში“ ტრანსფერი მაროტას ინიციატივითა და ძალისხმევით განხორციელდა.

საგულისხმოა, რომ ერთი ხანობა იკარდი-დიბალას გაცვლა განიხილებოდა, რაც, შესაძლოა, დღის წესრიგში უახლოეს პერიოდშიც დადგეს.

მეორე მხრივ, ბრიტანული The Sun წერს, რომ დიბალას „მანჩესტერისთვის“ უარი არ უთქვამს. პირიქით, მხარეებს შორის პირველადი კონტაქტიც შედგა და არგენტინელმა შემტევმა ამჟამინდელი ხელფასის, 7.5 მილიონი ევროს, გაორმაგება მოითხოვა.

პაულო დიბალას ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენთანაც“ აკავშირებენ, თუმცა „ლა ხოჯას“ საფრანგეთში გადაბარგება ნაკლებად მოსალოდნელია. მისი სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები