Aa
Aa

"ინტერის" სათადარიგო ვარიანტი კავანია

„პარი სენ-ჟერმენის“ ურუგვაელი თავდამსხმელი, ედინსონ კავანი „ინტერის“ ყურადღების ცენტრში მოექცა. „ნერაძურის“ აღმასრულებელი დირექტორი, ბეპე მაროტა რომელუ ლუკაკუსა და ედინ ჯეკოს ტრანსფერებთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებებისას წარმოქმნილი პრობლემებით იმედგაცრუებულია და ახალი კანდიდატების ძიებაშია.

Sportitalia-ს ინფორმაციით „ინტერის“ ხელმძღვანელებმა გაანალიზეს, რომ კონტეს მოთხოვნების შესრულება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და უკან სწორედ ამიტომ დაიხიეს.

„ნერაძურის“ სათადარიგო გეგმა ედინსონს კავანის უკავშირდება. ამ უკანასკნელს პსჟ-სთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება. თანაც მილანელებს მის სანაცვლოდ ასტრონომიული თანხის გადახდა არ მოუწევთ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ კავანის სერია A-ში თამაში გამოცდილება აქვს. ურუგვაელი ჯერ „პალერმოში“ თამაშობდა. შემდეგ კი „ნაპოლის“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები