Daily Express: შეთანმხება მიღწეულია! ის 99%-ით
Aa
Aa

Daily Express: შეთანმხება მიღწეულია! ის 99%-ით "იუვენტუსელია"...

ბრიტანული სააგენტო Daily Express-ის თქმით, ლონდონის "ჩელსის" სერბი ნახევარმცველი ნემანია მატიჩი კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს. 

კლუბებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და მატიჩმაც ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც ტურინელები ლონდონელთა საბანკო ანგარიშზე 20 მილიონ ევროს ჩარიცხავენ, მატიჩი მათი მოთამაშე გახდება. 

27 წლის ფეხბურთელი "ჩელსის" ღირსებას 2014 წლიდან იცავს და "ლურჯების" რიგებში 83 შეხვედრა აქვს ჩატარებული. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები