ილიას ზუროსმა ეროვნული ნაკრებისთვის კანდიდატების შერჩევა ვერის ბაღის დარბაზიდან დაიწყო
Aa
Aa

ილიას ზუროსმა ეროვნული ნაკრებისთვის კანდიდატების შერჩევა ვერის ბაღის დარბაზიდან დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა შემადგენლობის შერჩევა დაიწყო.

აკრების ძირითად კანდიდატთა შეკრება 27 ივლისიდან დაიწყება, მანამდე კი ბერძენი სპეციალისტი პერსპექტიული მოთამაშეების კემპს ჩაატარებს, რომელზეც ყველა იმ მოთამაშეს უხმო, რომლებსაც ეროვნული ნაკრების დახმარების პერსპექტივა გააჩნიათ.

ნაკრების ასისტენტების დახმარებით ზუროსმა შეადგინა 19-კაციანი სია, რომელთა უმეტესობასაც ახალგაზრდაა და რომლებიც 25 ივლისიდან ვერის საკალათბურთო დარბაზში ბერძენი სპეციალისტის მეთვალყურობით ივარჯიშებენ.

ილიას ზუროსი 2 დღის განმავლობაში ორჯერად ვარჯიშებზე დააკვირდება კემპის მონაწილეებს და მათ, ვინც თავს გამოიჩებს, 27 ივლისსაც დაიბარებს, როცა ეროვნული ნაკრების იმ კალათბურთელთა შეკრება დაიწყება, რომლებსაც ხშირად უწევთ ეროვნულ გუნდში თამაში.

ეროვნული ნაკრების შეკრება 15 აგვისტომდე გაგრძელდება. ზუროსის გუნდს 7 აგვისტოდან საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ის წევრები შეუერთდებიან, რომლებსაც ეროვნული გუნდის მწვრთნელები ჩათვლიან საჭიროდ.

შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა ნაკრები 26 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები