Aa
Aa

დე როსი ბუენოს აირესში ჩავიდა და დღეს "ბოკასთან" კონტრაქტს გააფორმებს

დანიელე დე როსი გუშინ საღამოს რომიდან ბუენოს აირესში გაფრინდა, რათა „ბოკა ხუნიორსთან“ ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმოს.

„რომას“ ლეგენდამ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის „ბოკაში“ გადასვლა ემოციური ნაბიჯია და კლუბის ფანებთან შეხვედრას მოუთმენლად ელის.

დე როსის არგენტინული ფეხბურთის გრანდთან 5-თვიანი კონტრაქტი აქვს შეთანხმებული და როგოც პრესაში იწერება, ხელფასის სახით 500 ათას ევროს მიიღებს.

„ბოკა“ 36 წლის იტალიელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს, მასთან თანამშრომლობის შესახებ კი უახლოეს საათებში ოფიციალურად გამოაცხადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები