ბიელიცა:''კმაყოფილი არ ვარ...''საბურთალოსთან'' გაგვიჭირდა, არაფერი დასრულებულა''
Aa
Aa

ბიელიცა:''კმაყოფილი არ ვარ...''საბურთალოსთან'' გაგვიჭირდა, არაფერი დასრულებულა''

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ‘‘საბურთალო’’ ‘‘მესხზე’’ ზაგრების ‘‘დინამოსთან’’ 0:2 დამარცხდა. საპასუხო მატჩი შემდეგ კვირაში ზაგრებში გაიმართება. შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო მაყურებლები არ დაესწრებიან.

მატჩის დასრულების შემდეგ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ნენად ბიელიცამ მატჩი შეაფასა: ‘‘ძალიან კარგი ღია თამაში გამოვიდა, ჩვენ გაგვიჭირდა პირველ ტაიმში, მეტოქემ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ და მოვიგეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულებულია.’’

- შედეგი რამდენად ასახავს თამაშის სურათს?

- თავისუფლეად შეიძლებოდა სხვა ანგარიში დაფიქსირებულიყო. მეტოქე კარგი გუნდია, ვიცოდით რა ძალის გუნდს ვეთამაშებოდით.

- კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი გუნდის თამაშით?

- სამწუხაროდ პირველ ტაიმში ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ, გოლის გატანის კიდევ რამდენიმე შანსი გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვარ. შესვენებისას ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ თამაში გამოგვესწორებინა. ასეც მოხდა.

- მატჩამდე ელოდით თუ არა ‘‘საბურთალოსგან’’ ასეთ დიდ წინააღმდეგობას?

- ‘‘საბურთალო’’ ძალიან ტექნიკური გუნდია. პირველ ტაიმში ‘‘საბურთალოს’’ მივეცით თავისი თამაშის საშუალება. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია მეტოქის პრესინგს წინააღმდეგობა გავუწიოთ, თუმცა პირველ ტაიმში ეს ვერ მოვახერხეთ. მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ და გოლების გატანა შევძელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები