სოსო ფრუიძის გუნდის სავარაუდო მეტოქე ცნობილია!
Aa
Aa

სოსო ფრუიძის გუნდის სავარაუდო მეტოქე ცნობილია!

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შოტლანდიური ''აბერდინის'' დამარცხების შემთხვევაში სოსო ფრუიძის გაწვრთნილი საჩხერის ''ჩიხურა'' ხორვატულ ''რიეკას'' დაუპირისპირდება, რომელიც გათამაშებაში მესამე ეტაპიდან ჩაერთვება.

25 ივლისს ''აბერდინი'' სოსო ფრუიძის გუნდს ''დინამო არენაზე'' ესტუმრება, საპასუხო მატჩი პირველ აგვისტოს შოტლანდიაში გაიმართება.

შეგახსენებთ, პირველ ეტაპზე იმერულმა კლუბმა ლუქსემბურგის ''ფოლა'' ორი მატჩის ჯამში 4:2 დაამარცხა.

ფოტო: ''ჩიხურას'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები