Aa
Aa

"ტიკი_ტაკა" და ხარაიშვილის მორიგი საგოლე პასი შვედეთში

შვედეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში "გიოტებორგისა" და "ესკილსტუნას" შეხვედრაში ანგარიში 37_ე წუთზე გიორგი ხარაიშვილის საგოლე გადაცემის შემდეგ რობინ ზიოდერმა გახსნა. "გიოტებორგმა" გოლისას ლამაზი კომბინაცია განავითარა და შეტევა გოლით დაასრულა.

 

43_ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან მეტოქის ფეხბურთელი გააძევა და "გიოტებორგი" რიცხვობრივ უპირატესობაში აღმოჩნდა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა, ხარაიშვილის გუნდმა 3 ქულა მოიპოვა.

ტრადიციულად ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და შეუცვლელად ითამაშა.

16-გუნდიან ჩემპიონატში ''გიოტებორგი'' მეხუთე ადგილზეა.

2019 წლის სეზონში ხარაიშვილმა შვედეთის უმაღლესი ლიგის მე-15 მატჩში მეხუთე საგოლე გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა მის ანგარიშზე 3 გოლია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის ფეხბურთელი, რომელიც ''საბურთალოს'' აღზრდილია, შვედური კლუბის ღირსებას 2018 წლის თებერვლიდან იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები