ნოკაუტი ვაშინგტონში: რუსი მოკრივე ხელოვნურ კომაშია!
Aa
Aa

ნოკაუტი ვაშინგტონში: რუსი მოკრივე ხელოვნურ კომაშია!

პუერტორიკოელი სუბრიელ მატიასისა და რუსი მაქსიმ დადაშევის ორთაბრძოლამ რუსი მოკრივესთვის მძიმედ ჩაიარა. ვაშინგტონში გამართული ბრძოლა მატიასის შესრულებული ნოკაუტით დასრულდა და დადაშევი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ის ამ წუთამდე ხელოვნურ კომაშია. ვიდრე ექიმები სპორტსმენის ხელოვნურ კომაში შეყვანას გადაწყვეტდნენ, დაზარალებულს ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც ორი საათი მიმდინარეობდა.

კომენტარი რუსი სპორტსმენის მწვრთნელმა დონატას იანუსევიჩუსმა ESPN-თან გააკეთა.

დადაშევის მწვრთნელმა აღნიშნა, რომ რუსს მოკრივეს ბრძოლის დასრულება არ სურდა, თუმცა პუერტორიკოელი დიდ უპირატესობას ფლობდა და მწვრთნელი იძულებული გახდა მე-11 რაუნდის მიწურულს რინგზე პირსახოცი გადაეგდო.

აღსანიშნავია, რომ დადაშევი მწვრთნელის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, მას ბრძოლის გაგრძელება სურდა.

ცხელი ამბები