''დინამოს'' სავარაუდო მეტოქეები ევროპა ლიგაზე ცნობილია!
Aa
Aa

''დინამოს'' სავარაუდო მეტოქეები ევროპა ლიგაზე ცნობილია!

უეფას ევროპა ლიგის 2019-20 წლების სეზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის ''დინამო'' აზერბაიჯანულ ''გაბალას'' დაუპირისპირდება. ორმატჩიან ჯამში გამარჯვებული გუნდის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია:

ბეერ-შევას აპოელი (ისრაელი) - ქაირათი (ყაზახეთი) (გამარჯვებული შესაძლოა ''დინამოს'' შეხვდეს, დამარცხებული ევროტურნირებს დაემშვიდობება)

ფეიენორდი (ჰოლანდია) (მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ერთვება ევროპა ლიგის გათამაშებაში)

შემროკ როვერსი (ირლანდია) - აპოლონი (ისრაელი) (გამარჯვებული შესაძლოა ''დინამოს'' შეხვდეს, დამარცხებული ევროტურნირებს დაემშვიდობება)

ტორინო (იტალია) - დებრეცენი (უნგრეთი) (გამარჯვებული შესაძლოა ''დინამოს'' შეხვდეს, დამარცხებული ევროტურნირებს დაემშვიდობება)

პლზენი (ჩეხეთი) -პირეოსის ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) (მათ შორის დამარცხებული ევროპა ლიგაზე გადაერთვება და შესაძლოა ''დინამოს'' შეხვდეს, გამარჯვებული ''ჩიხურას'' არ შეხვდება და  ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს ასპარეზობას). 

რაც შეეხება ''გაბალასა'' და თბილისის ''დინამოს'' დაპირისპირებას, პირველი მატჩი 25 ივლისს ''გაბალას'' საშინაო არენაზე გაიმართება. პირველ აგვისტოს საპასუხო მატჩს ''დინამო არენა'' უმასპინძლებს.

ფოტო: თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები