Aa
Aa

აგენტმა დაადასტურა: "ფიორენტინა", "ლაციო", "ინტერი" და "ატალანტა" ლორენტეს ეპატიჟებიან

დიდი შანსია, ესპანელი თავდამსხმელი ფერნანდო ლორენტე იტალიის სერია A-ში დაბრუნდეს. ფეხბურთელის აგენტმა პრესასთან საუბრისას დაადასტურა, რომ მისი კლიენტის საკუთარ რიგებში ხილვა რამდენიმე აპენინურ კლუბს სურს.

აგენტმა ჟურნალისტებს კონკრეტული კლუბებიც დაუსახელა. როგორც პრესაში დაიწერა, ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე ფლორენციის „ფიორენტინაა“, ლორენტეს დანარჩენ პოტენციურ კლუბებად კი „ატალანტა“, „ლაციო“ და „ინტერი“ მიიჩნევიან. აგენტის თქმით, ყველა ეს გუნდი მას დაუკავშირდა და ზედაპირული სატრანსფერო დეტალები განიხილა.

34 წლის ტანმაღალი შემტევი ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, იგი 2013-2015 წლებში ტურინის „იუვენტუსის“ მაისურით ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები