ბეკერი:
Aa
Aa

ბეკერი: "ფედერერი მესიზე და რონალდუზე პოპულარულია"

ლეგენდარულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა, ბორის ბეკერმა, პრესასთან როჯერ ფედერერის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შვეიცარიელი უფრო პოპულარულია ვიდრე მესი, რონალდუ, ლებრონ ჯეიმსი ან ვინმე სხვა სპორტსმენი.

ბეკერმა ამის ერთ-ერთ მიზეზად როჯერის იმიჯი და მისი პოლიგლოტობა დაასახელა. გერმანელის თქმით, ფედერერს სხვადასხვა ენების ცოდნა ეხმარება, რომ ადამიანებზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოს.

"მსოფლიოს მასშტაბით ფედერერი ყველაზე პოპულარული სპორტსმენია, იგი ამ კუთხით მესიზე, რონალდუზე, ლებრონ ჯეიმსს ან სხვა ნებისმიერ სპორტსმენზე მაღლაა.

როჯერი დიდი ხანია ცნობილი და წარმატებულია, ასევე ბევრ ენაზე ლაპარაკობს. მას შეუძლია თქვენთან (ჟურნალისტს მიმართავს) - ინგლისურად, ჩემთან - გერმანულად, ხოლო სხვა ადამიანებთან შვეიცარიულად, იტალიურად ან ფრანგულად ისაუბროს. ვფიქრობ, ეს შთაბეჭდილების მოხდენაში ეხმარება და მის იმიჯს სოლიდურობას ჰმატებს". - აცხადებს ბეკერი.

ბორის ბეკერს დიდი სლემის 6 ტიტული აქვს მოგებული და "კარიერული სლემის" შესასრულებლად მხოლოდ როლან გაროსის მოგება დააკლდა, სადაც მისი მაქსიმუმი ნახევარფინალური ეტაპია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები