ძანიოლო -
Aa
Aa

ძანიოლო - "ტოტენჰემში", ალდერვაირელდი - "რომაში"?

იტალიური პრესის ინფორმაციით, ნიკოლო ძანიოლო „რომას“ დასატოვებლად ემზადება. 20 წლის შემტევმა კლუბის ხელმძღვანელობისგან ხელფასის გაზრდაზე უარი მიიღო და ამით უკმაყოფილებას გამოთქვამს.

ძანიოლოს ტრანსფერზე ლონდონის „ტოტენჰემი“ მუშაობს და როგორც Corriere dello Sport-ი გვამცნობს, მზადაა, ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს, ამასთანავე „ჯალოროსის“ ტობი ალდერვაირელდიც დაუთმოს.

რომაელები ალდერვაირელდის ტრანსფერზე თავადაც ფიქრობდნენ და გასულ კვირას ამ საკითხზე რამდენიმე შეხვედრაც გამართეს.

საგულისხმოა ისიც, რომ ახალგაზრდა შემტევის საკუთარ რიგებში ხილვა ტურინის „იუვენტუსსაც“ სურს, თუმცა „ბებერ ქალბატონს“ ამჟამად აქცენტი სხვა სატრანსფერო მოლაპარაკებებზე აქვს გადატანილი.

როგორც ცნობილია, „ტოტენჰემში“ გადასვლის წინააღმდეგი არც თავად ძანიოლოა, ასე რომ, შესაძლოა, მის სატრანსფერო ციებ-ცხელებას უახლოეს დღეებში წერტილი დაესვას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები