ჰალეპმა მსოფლიო რეიტინგის მე-4 ადგილზე გადაინაცვლა
Aa
Aa

ჰალეპმა მსოფლიო რეიტინგის მე-4 ადგილზე გადაინაცვლა

უიმბლდონის ქალთა თანრიგის გამარჯვებული სიმონა ჰალეპი გახდა, რომელმაც ფინალში სერენა უილიამსი სულ რაღაც 56 წუთში 6:2; 6:2 გაანადგურა.

ჰალეპმა მატჩი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და ამერიკელი ლეგენდა, რომელიც დიდი სლემის 24-ე ტიტულს უმიზნებდა, ყველა საჩოგბურთო ასპექტში დაჯაბნა. იგი პირველი რუმინელია, რომელმაც უიმბლდონზე ტიტულის მოგება შეძლო.

სიმონა ჰალეპმა დიდი სლემის ტურნირის მე-4 ფინალში ითამაშა და ტიტული მეორედ მოიგო, მან გასულ წელს როლან გაროსის ჩემპიონობა იზეიმა.

რუმინელმა ფულადი ჯილდოს სახით 2 მილიონ 350 ათასი ფუნტი მიიღო, მსოფლიო რეიტინგში კი 2000 ქულა დაემატა და დღეიდან WTA-ს კლასიფიკაციის მე-4 საფეხურზეა. იგი პირველ ჩოგან ეშლი ბარტის დაახლოებით 700 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები