გრიზმანი:
Aa
Aa

გრიზმანი: "კალათბურთში ლებრონ ჯეიმსი და ფეხბურთში ლეო მესი..."

"ბარსელონამ" 14 ივლისს ანტუან გრიზმანის პრეზენტაცია გამართა, სადაც ფეხბურთელმა პიზიკური შემოწმება გაიარა და პუბლიკის წინაშე წარსდგა.

ანტუანმა პრესასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა და მისი გადაწყვეტილების შესახებ გულშემატკივრებს დეტალები გაანდო.

"მნიშვნელობა არ აქვს სად ვითამაშებ, მე ყველა პოზიციაზე შემიძლია ადაპტაცია გავიარო და მოვერგო.

რაც შეეხება ჩემს ვიდეოს და შარშანდელ უარს, წარსულში ბევრი რთული გადაწყვეტილება მივიღე, რომელიც ცუდად ჩანდა, თუმცა ვთვლი რომ იმ მომენტში ეს სწორი ნაბიჯი იყო.

მთავარია, რომ ახლა ერთად ვართ და მე ამ მაისურს ვატარებ. თუ ქომაგები ბოდიშის მოხდას მომთხოვენ, მე პასუხს იმ ადგილიდან გავცემ, რომლიდანაც ეს ყველაზე უკეთ მეხერხება - მოედნიდან!

შემიძლია საგოლე გადაცემები გავაკეთო და გოლებიც გავიტანო. ვცდილობ თამაშისგან სიამოვნება მივიღო.

რაც მე ყველაზე მეტად მაბედნიერებს არის ის, რომ მესისთან ერთად დროის გატარება და მასთან მეგობრობა შემეძლება. ეს გახდება ლეგენდა, რომელსაც ჩემს შვილებს და შვილიშვილებს მოვუყვები.

კალათბურთში ლებრონ ჯეიმსი და ფეხბურთში ლეო მესი. მასთან ერთად თამაში დიდი სიამოვნებაა.

რას ვფიქრობ კოუტინიოზე? ჩვენ გუნდისთვის წარმატების მოტანა გვინდა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები