მეექვსე ქართველი ბელგიაში:ვაჩიბერაძემ ორწლიანი გააფორმა
Aa
Aa

მეექვსე ქართველი ბელგიაში:ვაჩიბერაძემ ორწლიანი გააფორმა

დონეცკის ''შახტარის'' ყოფილი ფეხბურთელი ბექა ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიურ ''ლომელში'' გააგრძელებს. ინფორმაცია ფეხბურთელმა CrystalSport-თან საუბარში დაადასტურა. ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ უფრო ძლიერი კლუბიდან წინადადების მიღების შემთხვევაში ''ლომელი'' ტრანსფერს არ შეაფერხებს და წასვლის უფლებას მისცემს.

ფეხბურთელსა და ბელგიურ კლუბს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. 

''ლომელი'' ბელგიის რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს.

ბელგიაში არაერთი ქართველი ფეხბურთელი ასპარეზობს. ესენი არიან: ლუკა ზარანდია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქვილითაია, გიორგი ბერიძე, ირაკლი ბუღრიძე. 

ვაჩიბერაძემ დონეცკის ''შახტარის'' პირველ გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, რის შემდეგაც ესპანური ''ბეტისის'' სარეზერვო გუნდში ირიცხებოდა. ესპანური კლუბის დატოვების შემდეგ ქუთაისში დაბადებული ფეხბურთელი ლატვიური ''რიგასის'' ღირსებას იცავდა.

23 წლის ნახევარმცველს  უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. გასულ წელს ფეხბურთელმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები