თუ
Aa
Aa

თუ "ბარსა" ნეიმარს დაიბრუნებს... დემბელე წასვლას მაინც არ აპირებს!

უსმან დემბელეს მიმართ სატრანსფერო ბაზარზე დიდი მოთხოვნაა. 22 წლის ფრანგ შემტევს "ბარსელონას" დატოვებას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა თავად სულ სხვა აზრზეა.

გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ი წერს, რომ დემბელეს არსად წასვლა არ სურს და ახალი სეზონისთვის დიდი მოტივაციით ემზადება.

წყაროს თანახმად, დემბელე გუდში ნეიმარის დაბრუნების შემთხვევაშიც არ გეგმავს "ბლაუგრანას" დატოვებას.

მან "ბაიერნს" უკვე აცნობა, რომ მათ რიგებში გადასვლა არ ხიბლავს და მოლაპარაკებებს წერტილი დაუსვა.

აქვე გეტყვით, რომ დემბელემ შვებულება 1 კვირით ადრე დაასრულა და კლუბის საწვრთნელ ბაზაზე ყველაზე ადრე გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები