ბომბი! ნეიმარი:
Aa
Aa

ბომბი! ნეიმარი: "საუკეთესო მოგონება ჩემს კარიერაში? ეს უდაოდ პსჟ-სთან ქამბექი"

ნეიმარი მის ირგვლივ არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს! ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დღეს ცეცხლზე ნავთი დაასხა, როდესაც მორიგი კომენტარი გააკეთა.

ნეიმარს ჰკითხეს თუ, რა იყო მისი საუკეთესო მოგონება საფეხბურთო კარიერიდან, რაზეც მან პსჟ-სთან 6:1 გაიხსენა.

"საუკეთესო მოგონება ჩემს კარიერაში? ეს უდაოდ პსჟ-სთან ქამბექი იყო. რაც იმ მომენტში მე-6 გოლის გატანის დროს ვიგრძენი, ასეთი რამ არასდროს განმიცდია. ეს საოცარი იყო.

საუკეთესო მოგონება გასახდელიდან? როცა პსჟ დავამარცხეთ მთელი გუნდი გაგიჟდა გასახდელში. ეს იყო საუკეთესო ემოცია, რაც შესაძლებელი იყო რომ განგვეცადა".

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ნეიმ" თავისი ინსტაგრამის სთორი განაახლა, სადაც განათავსა ვიდეო, სადაც ვხედავთ "ბლაუგრანას" ფორმაში გამოწყობილი ფეხბურთელის პორტრეტს, რომელიც განთავსებული არის ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთ უნივერსიტეტში.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები