Aa
Aa

"ნოლე" სრული სვლით! უიმბლდონზე პირველი ნახევარფინალური წყვილი გამოვლინდა!

უიმბლდონზე პირველი ნახევარიფნალური წყვილი გამოვლინდა. ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი დაუპირისპირდებიან.

"ნოლემ" თავისი მატჩი ბელგიელ დევიდ გოფინს მარტივად 3 სეტში 6:4, 6:0, 6:2 სძლია და ამისთვის სულ 1 საათი და 59 წუთი დასჭირდა. სერბი ამ გამარჯვების შემდეგ ღია ერაში გახდა მე-4 ჩოგბურთელი, რომელმაც უიმბლდონზე 70-ე გამარჯვება მოიპოვა.

გოფინმა ხსენებულ შეხვედრაში რაც შეძლო მხოლოდ ის იყო, რომ ყველაზე დასამახსოვრებელი და ლამაზი გათამაშება მოიგო და აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

უნდა აღინიშნოს, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს საკმაოდ მარტივი ბადე შეხვდა და საკმაოდ დიდი შანსია ფინალამდე ასე მშვიდადვე მივიდეს.

რაც შეეხება ბაუტისტა აგუტის, ესპანელმა არგენტინელი გვიდო პელა 4 სეტში 7:5, 6:4, 3:6, 6:3 დაამარცხა და უიმბლდონის ნახევარფინალში სრულიად დამსახურებულად იასპარეზებს.

და აი ისიც - მეორე ნახევარფინალური წყვილი... მთელი მსოფლიო ელოდება, რომ იქ ფედერერისა და ნადალის დიდი ჯახი შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები