სულშერს სჯერა, რომ დე ხეა
Aa
Aa

სულშერს სჯერა, რომ დე ხეა "მანჩესტერში" დარჩება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაც ოლე გუნარ სულშერს სჯერა, რომ დავიდ დე ხეა კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. „წითელი ეშმაკები“ ესპანელ გოლკიპერთან მოლაპარაკებებს დიდი ხანია აწარმოებენ, თუმცა მის დაყოლიებას ვერ ახერხებენ.

დე ხეა ხელფასის სახით კვირაში დაახლოებით 500 000 ფუნტს ითხოვს. „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობა კი ალექსის სანჩესთან დაშვებული შეცდომების გამეორებას არ აპირებს. მიუხედავად ამისა ნორვეგიელი სპეციალისტი პროგნოზირებს, რომ ყველაფერი მათ სასარგებლოდ დასრულდება.

„ზაფხულში დავიდი ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა და იმედი გვაქვს ყველაფერი მალე მოგვარდება. რა თქმა უნდა მჯერა, რომ დე ხეა ჩვენთან დარჩება. დავიდთან საუბრისას რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ ძალიან ბედნიერი ვარ მისი დონის გოლკიპერი ჩემი გუნდის კარს რომ იცავს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები