Aa
Aa

ალონსოს სახლში დაბრუნება:''ძალიან მინდა კლუბს დავეხმარო''

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ხაბი ალონსო მშობლიურ კლუბ ''სოსიედადში'' დაბრუნდა და სარეზერვო გუნდის მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა. 

ბასკურმა კლუბმა 37 წლის სპეციალისტი წარადგინა, რომელიც გასულ სეზონში მადრიდის ''რეალის'' 14 წლამდე გუნდს წვრთნიდა.

წარდგენისას ხაბი ალონსომ აღნიშნა, რომ სამწვრთნელო საქმიანობით სიამოვნების მიღება სურს, თუმცა დრო აჩვენებს რამდენად წარმატებული გამოვა მისი სამწვრთნელო კარიერა:''ჩემი მიზანია კლუბში მუშაობით სიამოვნება მივიღო, თუმცა არ შემიძლია გავაკონტროლო რამდენად წარმატებული მწვრთნელი ვიქნები. ამას დრო აჩვენებს. კლუბში დაბრუნებისთვის ბევრი სპორტული თუ არასპორტული მიზეზი მქონდა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩემი მუშაობით კლუბს დახმარება გავუწიო.''

ხაბი ალონსო ''სოსიედადის'' ფეხბურთელი 1999-2004 წლებში იყო, შემდეგ კი ''ლივერპულში,'' მადრიდის ''რეალსა'' და მიუნხენის ''ბაიერნში'' ითამაშა. ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი ორჯერ გახდა, 2010 წელს კი სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები