Aa
Aa

"ლივერპული" ფირპოს შეძენით დაინტერესდა

ბრიტანული პრესის ცნობით, „ლივერპული“ „ბეტისის“ მარცხენა მცველის, ხუნიორ ფირპოს, შეძენით დაინტერესდა.

ახალგაზრდა განაპირა მცველის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ევროა, მას ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ფირპო „ბეტისის“ აღზრდილია, მთავარ გუნდში კი 2018 წელს კიკე სეტიენმა დააწინაურა. 22 წლის მოთამაშე თანდათან სევილიელთა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და ევროპული კლუბებიც დააინტერესა.

ხუნიორ ფირპო ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია და რამდენიმე კვირის წინ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე „ლა როხიტას“ ჩემპიონობაში თავისი წვლილიც შეიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები