ალვეშს
Aa
Aa

ალვეშს "ინტერი" უცდის, თავად ალვეში კი "ბარსელონას"

დანი ალვეში ასაკის მიუხედავად ფორმას ინარჩუნებს და კვლავ საოცრად გამოიყურება.

36 წლის ბრაზილიელი 8 ივლისს კოპა ამერიკის ფინალში პერუს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც მას საკუთარ მომავალაზე დაფიქრება მოუწევს.

Esporte-ს ცნობით, ალვეშს უკვე უცდის "ინტერი", რომელიც პსჟ-ს ყოფილ განაპირა მცველს კონკრეტული წინადადებით ელოდება, თუმცა ფეხბურთელი პასუხის გაცემას არ ჩქარობს და ამის მიზეზი მისი ყოფილი კლუბი "ბარსელონაა".

წყაროს ცნობით, ალვეში 20 ივლისამდე მოცდას გეგმავს და იმედი აქვს, რომ "ბარსასგან" შეთავაზებას მიიღებს.

36 წლის დანი ალვეში ტიტემ ნაკრების კაპიტნად დაასახელა და როგორც ჩანს, მან სწორი არჩევანი გააკეთა. ვეტერანი მარჯვენა მცველი გუნდის ნამდვილი დირიჟორია და "პენტაკამპეონები" პრაქტიკულად ყველა შეტევას მისი მეშვეობით ახორციელებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები