Aa
Aa

"ნახე, რამდენად სულელი ხარ" - მბაპემ "რეალის" ფანები გააბრაზა

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული პოსტით მადრიდის „რეალის“ მილიონობით გულშემატკივარი გაანაწყენა.

„ბლანკოსის“ ქომაგები იმედოვნებდნენ, რომ 20 წლის შემტევი კარიერას მათი საყვარელი გუნდის რიგებში გააგრძელებდა, თუმცა მან პსჟ-ს მაისურით ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი წარწერა დაურთო: „2019-2020 წლების სეზონი პსჟ-სთან ერთად“.

მბაპეს პოსტის კომენტარებში „რეალის“ უამრავი ფანი გაბრაზებას გამოხატავს და, მაგალითად, ასეთ წინადადებებსაც შევხვდებით: „ნახე, რამდენად სულელი ხარ. „რეალის“ მაისური ძალიან მოგიხდებოდა, შენ კი ამ ფორმაში გამოწყობილხარ, სულელო“.

თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც ოპტიმიზმს არ კარგავენ და ფრანგ ვარსკვლავს „სამეფო კლუბში“ 2020-2021 წლების სეზონისთვის ელოდებიან.

კილიან მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, სააგენტო transfermarkt-ზე მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 200 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები