Aa
Aa

რონალდუს ახალი სუპერქარი ლისაბონის ქუჩებში

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის ქუჩებში მილიონი ევროს ღირებულების მაკლარენ სენას უახლეს მოდელი გამოჩნდა. ავტომობილი კრიშტიანუ რონალდუს ფენომენალურ ავტოკოლექციას რამდენიმე დღის წინ შეემატა, გუშინ კი ის ფართო საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა.

მაკლარენ სენა ლიმიტირებულია და მხოლოდ 500 ცალის ყიდვა შეიძლება, მისი ფასი კი, როგორც უკვე აღინიშნა, 1 მილიონი ევროა. აღნიშნული მოდელი ლეგენდარული პილოტის, აირტონ სენას, ხსოვნის საპატივცემულოდ შეიქმნა.

რონალდუს ახალი სუპერქარი 100 კმ/სთ-ს 2.8 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 340 კმ/სთ-ია.

პორტუგალიელი ფეხბურთელის კოლექციაში, სხვა ფირმებთან ერთად, ბუგატის, ლამბორჯინის, ბენტლის, ასტონ მარტინისა და ფერარის უახლესი მოდელები შედის. კოლექციის საერთო ღირებულება 350 მილიონ ევრომდეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები