„რეალი“ რონალდუს, კროოსის და როდრიგესის გარეშე ითამაშებს
Aa
Aa

„რეალი“ რონალდუს, კროოსის და როდრიგესის გარეშე ითამაშებს

„პრიმერადივიზიონის“ 31-ე ტურში მადრიდის „რეალი“ „ეიბარს“ უმასპინძლებს. შაბათს გასამართ შეხვედრაში „სამეფო კლუბს“ ძირითადი შემადგელობის 3 მოთამაშე დააკლდება. გუშინ „რაიო ვალეკანოსთან“ 2:0 მოგებულ მატჩში კრიშტიანუ რონალდუმ, ჯეიმს როდრიგესმა და ტონი კროოსმა ყვითელი ბარათები მიიღეს. აღნიშნულ ფეხბურთელებს 5-5 ყვითელი დაუგროვდათ, რის გამოც ავტომატური დისკვალიფიკაცია გამოეწერათ.

დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია რონალდუს გაფრთხილებამ. პორტუგალიელი მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, მთავარმა არბიტრმა კი მისი ქმედება სიმულაციად ჩათვალა.

 

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე გუნდის დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ მთავარი არბიტრი გააკრიტიკა. იტალიელის აზრით რეფერიმ წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები